ძუძუს ანთება

ძუძუს ანთება
მას მასტიტი ეწოდება. მისი გამომწევია სტაფილოკოკები, სტრეპტოკოკები და სხვა ჩირქოვანი მიკრობები, რომლებიც ქალის ორგანიზმში აღწევენ დაზიანებული კანის საფარველიდან (დვრილის ნახეთქები) ან სარძევე სადინრებიდან. არსებობს მასტიტის სეროზული, ინფილტრაციული და ჩირქოვანი ფორმები. დაავადება იწყება მწვავედ, შემცივნებით და მაღალი ტემპერატურით - 38°C. აღინიშნება ძუძუს ტკივილი, ზომაში მომატება, კანის საფარველის გაწითლება, კანქვეშა ვენებისგაფართოება. იღლიის ლიმფური კვანძები გადიდებული და მტკივნეულია. დაავადების დასაწყისისათვის, ინფილტრატს არ გააჩნია მკვეთრი საზღვრები; დროთა განმავლობაში ინფილტრატი რბილდება, რაც მისი დაჩირქებით აიხსნება. პალპაციით აღინიშნება ფლუქტუაცია. ინტოქსიკაციის მატებასთან ერთად იცვლება პერიფერიული სისხლის სურათი. აღინიშნება ლეიკოციტოზი და ედს-ის მომატება. ტუბერკულოზური და აქტინომიკოზური მასტიტი იშვიათად გვხვდება და მათი დიაგნოსტიკა გარკვეულ სიძნელეებთანაა დაკავშირებული.
Source: ვერულაშვილი ივანე, ვერულაშვილი ია. ასაკი და ორგანიზმის ბიოლოგიური საათი: [ქართ. და რუს. ენ.] / ივანე ვერულაშვილი, ია ვერულაშვილი; [რედ. მედიცინის დოქტორი მარინე ქორთუშვილი] - თბ.: [ფონდი ტასო], 2007

Georgian encyclopedia. 2013.

Игры ⚽ Поможем написать реферат

Поделиться ссылкой на выделенное

Прямая ссылка:
Нажмите правой клавишей мыши и выберите «Копировать ссылку»